1 5 : 4 6
 | 

პოლიტიკა

ბესო შენგელია დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია დააკავეს. ბესო შენგელია ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სამინისტროში შესვლა სცადა. 

ბოლო ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელი ბლოკირებულია და არავის უშვებენ.

ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილი დევნილები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ბოლო შანსს აძლევენ. დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები