0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე, ასე ვარ არჩევნებშიც"

"გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე, ასე ვარ არჩევნებშიც" - ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი ქართული ოცნების კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება.

“მე როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე. ასე ვარ არჩევნებშიც. მგონია, რომ გაისადაც ჩვენ წარვსდგებით ღირსეულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ 8-წლიან საქმიანობას, რომელიც იყო სირთულეებით სავსე, მითუმეტეს, ოკუპაციის ფონზე, მითუმეტეს, ეკონომიკური პრობლემების ფონზე და დავგეგმავთ ერთად თუ რას გავაკეთებთ ერთად მომავალში, ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი ქართული ოცნების კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება.” - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები