2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ბოლო დღეებში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით"

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, შრომითი ურთიერთობები არის სფერო, სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების აქტიური ჩართულობით.

„ბოლო დღეებში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და ბევრი სპეკულაციური განცხადებაც გაკეთდა. ცალსახად უნდა ითქვას, რომ შრომითი ურთიერთობები არის ის სფერო, სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების აქტიური ჩართულობით, სადაც მხარეები უნდა თანხმდებოდნენ გარკვეულ სტანდარტებზე, ხოლო ცვლილებები უნდა მოემსახუროს როგორც დასაქმებულის უკეთესი შრომითი პირობების შექმნას, ასევე უფრო ჯანსაღი და სამართლიანი ბიზნესგარემოს ფორმირებას.

დღეს პარლამენტში ევროპის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას და მათი წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდით და მათგან უშუალოდ მოვისმინეთ ევროპული ბიზნეს პერსპექტივიდან დანახული პოზიციები, როგორც მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე ზოგადად, ქვეყანაში თანამედროვე შრომითი ურთიერთობების და შრომითი უსაფრთხოების კულტურის ფორმირებასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება მეტი პროგრესული ბიზნეს ორგანიზაცია და ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, რომელიც მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები