2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მეც მაქვს პრეტენზიები გამოძიების პროცესთან...მიმაჩნია რომ მიკერძოებულია გამოძიება.."

სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თუ სახალხო დამცველი გამოძიებაში ჩაერთვება და საქმის მასალებს გაეცნობა, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. 

კუბლაშვილის თქმით, ის თავადაც გეგმავდა ომბუდსმენისთვის მიემართა, რადგან მიაჩნია, რომ გამოძიება მიკერძოებულია. 

"მეც მაქვს პრეტენზიები გამოძიების პროცესთან და საერთოდ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია რომ მიკერძოებულია გამოძიება და ბრალის დადგენილება არის გამოტანილი უკანონოდ"- აღნიშნა კუბლაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები