0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხუნდაძე: "რთულია კომენტარი ნასვამი საეკლესიო პირის აბსურდულ განცხადებებზე"

რთულია კომენტარის გაკეთება ნასვამი საეკლესიო პირის აბსურდულ განცხადებებზე - ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს. 
“რთულია კომენტარის გაკეთება ასეთ აბსურდულ განცხადებებზე, მითუმეტეს, როცა საეკლესიო პირი, უმაღლესი თანამდებობის პირი ნასვამ მდგომარეობაში აკეთებს ასეთ დაუჯერებელ, აბსურდულ განცხადებებს” - ამბობს ხუნდაძე. 

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები