2 0 : 2 6
 | 

პოლიტიკა

აკაკი ზოიძე და ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


ბექა ნაცვლიშვილის თქმით, უმრავლესობა შრომის კოდექსში რეალური ცვლილებების განხორციელებას და ადამიანების უფლებების დაცვას არ აპირებს. პასუხად აკაკი ზოიძემ ნაცვლიშვილს ტროცკისტი უწოდა.


"ტროცკისტი ვარ მე ხო? შენ რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი ხარ ბატონო აკაკი? შუაშისტი ხარ? ეგაა პრობლემა, ვითომ რაღაცა შუალედურს რომ პოულობთ და კომპრომისზე მიდიხართ ყველაფერზე და ხალხს, რომ ატყუებთ ვითომ რაღაც ცვლილებები შეგაქვთ," - მიმართა ნაცვლიშვილმა ზოიძეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები