1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“45 000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობა – ჯანდაცვის ახალი მინისტრი არაკომპეტენტურია”

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე განცხადებას ავცელებს:

„როგორც ვხედავთ ხელისუფლების ხელში სოციალური დახმარებები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და არასაარჩევნო წელს ყოველთვის იყენებენ ეკონომიების გასაკეთებლად. ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს. ყოველ დღე მოგვდის შეტყობინებები უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთ ოჯახებს წელიწადში ორჯერ, 3-3 თვით უჩერებენ დახმარებას და გამოდის, რომ ნახევარი წელი კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან ჩვენს გვერდით ადამიანები. რიგ ოჯახებს კი უწესებენ 1-წლიან აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს რომ 1 წელი მათი განაცხადი არ განიხილება.

45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგაონოებს საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს რომ ამ პირების ამოღება არ მოხდეს პარალელურად უფასო სასადილოების სიებიდან. ხოლო ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი საერთოდ არაკომპეტენტური და არასენსიტიური აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ.  მივმართავ სახალხო დამცველსაც, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ამ ადამიანების მდგომარეობით”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები