1 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ან ისეთ ქუჩას მიიღებენ რომელიც არ უნახავთ" - გრიგოლ ვაშაძე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ან ისეთ ქუჩას მიიღებენ რომელიც არ უნახავთ, - ამის შესახებ თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. 

„არ ვიცი, რა იყო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად ძნელია, იყო დემოკრატიულ საქართველოში და დაპირება შეასრულო, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად შიდა დემოკრატია აქვთ ე.წ. „ქართულ ოცნებაში“. დარწმუნებული იყავით, რომ დღეს მისცემს ყველა ხმას. გაზაფხულზეც მისცემენ ხმას, რადგან თუ ვიღაც ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ექნებათ იანვარში, თებერვალში, მარტში იმისათვის, რომ გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, ეს ადამიანი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები