1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიზნეომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი იქნება.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ბიზნესომბუდსმენად დაუშვილი დღეიდან დაინიშნება.

პრემიერმა ბიზნესომბუდსმენის ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუწნებულია, მიხეილ დაუშვილი მათ თავს კარგად გაართმევს.

„გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეიდან ბიზნესომბუდსმენად დაინიშნება. მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს ყველას ერთად, შევქმნათ ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერა ბიზნესის, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი  გვაძლევს, იქნება მიხეილ დაუშვილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს ამოცანას“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან სამინისტროებს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება, საშუალო თუ წვრილი, მინდა, ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხვდება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამიტომ ეს ეფექტიანი თანამშრომლობა, ეფექტიანი ბრმა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კოლეგებო სამინისტროებში, მინდა, გთხოვოთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები 11 ნოემბერს დატოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები