0 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი:"ამ სკანდალით ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ  მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 "ყველას კარგად მოგეხსენებათ რა მასშტაბის კორუფციული სკანდალია ატეხილი საქართველოში ყალბი დღგ-ების ჩათვლასთან და ბიუჯეტიდან არნახული ოდენობით თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. ისიც ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ბიუჯეტის ამ უპრეცენდენტო მასშტაბებით ძარცვის უკან დგანან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და მის კარზე დაწინაურებული ყოფილი ჩინოვნიკები, რომელთაგან ყველაზე ოდიოზური პიროვნებაა ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე.

სამწუხაროდ აქამდე არავინ მიაქცია ყურადღება ამ კორუფციული სკანდალის მაკროეკონომიკურ შედეგებს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თვითოეული მისი მოქალაქისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რამე თუ ამ საქმეს აუცილებლად ექნება საერთაშორისო რეაგირება, რაც მნიშვნელოვანწილად დააზარეალებს საქართველოს იმიჯს და გაანადგურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნდობას ჩვენი ქვეყნის კლეპტოკრატიული ხელისუფლებისა და ზოგადად ქართული ეკონომიკის მდგრადობის მიმართ.

ახლა დეტალურად აგიხსნით თუ რასთან გვაქვს საქმე:

მოგეხსენებათ, რომ სხვა და სხვა მონაცემებით რომელსაც ასაჯაროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული მედია, ასევე უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მონაცემებიდან გამომდინარე ყალბი დღგ-ების მოცულობამ შეადგინა 500 მილიონზე მეტი. სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ რაოდენობის ყალბი დღგ-ს შესაქმნელად კრიმინალურ სქემებში მონაწილე კომპანიებს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ოდენობის მიწოდების, რეალიზაციის ოპერაციები. ანუ, ქართულ ეკონომიკაში აისახა 2,5 მილიარდი ლარის ფიქტიური ოპერაციები, რომლებიც სინამდვილეში არ განხორციელებულა. შესაბამისად მთლიან შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებში აისახა ამ უპრეცენდენტო რაოდენობის ფიქტიური მიწოდება. არ არსებობს არანაირი მონაცემი რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ფიქტიური ოპერაციები ამოღებულია სტატისტიკური მონაცემებიდან და დაკორექტირებულია მაკროეკონომიკური მონაცემები. ამიტომ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაყალბებულია. შესაბამისად გაყალბებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეკლარირებული მონაცემებიც და 2017-2018 წლებში დაფიქსირებული 4,8-4,7%-იანი ზრდა არის ფიქცია.

აი ეს ფაქტორი ყველაზე კარგად ხსნის იმ დილემას, თუ რატომ არ აისახება თუნდაც ასეთი მიზერული ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. იმიტომ, რომ ეს მონაცემები უბრალოდ ფიქცია და სახელმწიფო მასშტაბის თაღლითობაა. კარგად, რომ გავიაზროთ ამ თაღლითობის მასშტაბები უბრალოდ გეტყვით, რომ 2,5 მილიარდი ლარი, რომელიც ფიქტიურად არის ასახული ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს. ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლების(10,5 მილიარდი ლარი) 23,8%-ს.

ამ სკანდალს ექნება უაღრესად მწვავე საგარეო პოლიტიკური შედეგებიც. საქართველო უბრალოდ დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობას, რაც თავის მხრივ კატასტროფულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქის ისედაც განადგურებულ კეთილდღეობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ცივილიზებულ სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობას. ზუსტად ამ ნდობის ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის დონე. ამ სკანდალით ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი და ამ საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები