1 0 : 1 9
 | 

პოლიტიკა

"მითხრეს, რა გინდა იმ აქციაზეო. მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?" - მაკო გომური

პარლამენტთან მიმდინარე აქციას 20 ივნისის რამეს დაშავებულმა მაკო გომურმა მიმართა.

„აი, იმ ადგილას მემორიალის გვერდით ვიყავი, სრულიად ცარიელი გარემო იყო. აქ იდგნენ ის ჯალათები, და სრულიად ცარიელ ქუჩაზე მე მომხვდა ტყვია”, – გაიხსენა მაკო გომურმა.

„გუშინ ვარ მეტროში და მოდის ორი მოძველბიჭო ტიპი და მეუბნებიან რომ შენ იმ აქციაზე არ უნდა იდგეო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან გავბრაზდი, და აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ? თუ არა ჩვენ, ვინ უნდა იყოს აქ?”

„მე ვალდებულად ვთვლი თავს, ამ ყველაფრისთვის თვითონ ვიბრძოლო” . – ამბობს გომური.

მის თქმით, დღეს მის მშობლებს ეშინიათ, აქციაზე რომ დგას – “რადგან როცა პირველად მოვედი, ის ამბავი კარგად არ დასრულებულა, ანუ სახელმწიფო როცა ცდილობს, რომ შიში ჩანერგოს მოსახლეობაში, ეს ნაწილობრივ გამოსდის, თუმცა ზალა რომელსაც შეუძლია  მართოს ქვეყანა არ არის ერთეულ ადამიანებში, ფულში, ძალა არის ხალხში, რომლებიც ასე მონდომებით იცავენ ქვეყანას

„არ მინდა რომ ეს მუხტი გაჩერდეს. არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ” – მოუწოდა მან დემონსტრანტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები