გორში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. სიკვდილის გამომწვევ მიზეზი ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარები