1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ადვოკატი: "სავარაუდოდ, 24 დეკემბრამდე ნიკა მელიას პარლამენტში გაატარებენ პროცედურებს და შეუწყვეტენ მანდატს"

"დღეს ეს უკვე დადასტურდა, ის ფორსირებული განაჩენი, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე გამოცხადდა, ისახავდა ერთადერთ მიზანს, ნიკა მელიას უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, იგი ჩამოაშორონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას" -  ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს 20 ივნისის საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განუცხადა, სადაც ნიკა მელიაა ბრალდებული. 

"2019 წლის 28 ნოემბერს სახალხი დამცველმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მისცა სამართლებრივი რეკომენდაცია, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, კერძოდ, დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც დიდ წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციასთან და ზღუდავდა პარლამენტის წევრისა და საქართველოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს მისცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ემსჯელა და მოყვანილიყო შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსთან და ყველა იმ რეკომენდაციასთან, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტები აძლევენ ქვეყანას.

ჩვენ ვამბობთ და დღეს ეს უკვე დადასტურდა, ის ფორსირებული განაჩენი, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე გამოცხადდა, ისახავდა ერთადერთ მიზანს, ნიკა მელიას უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, იგი ჩამოაშორონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. დღეს მოხდა ძალიან მარტივი რამ- ერთი მხრივ, ნიკა მელია გაამტყუნეს, მეორე მხრივ, პროკურატურამ მოითხოვა დრო თითქოსდა არ იცნობდნენ ამ დოკუნენტს, არადა, ჩემს მიერ მიეწოდა პროკურატურას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, რომ ოფიციალურად სახალხო დამცველმა მიმართა სასამართლოს, მათ შეეძლოთ გამოეთხოვათ. სასამართლომ თითქოს არ დაიჭირა მელია და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო და ამას გააპიარებენ მთელი ძალისხმევით და მეორე მხრივ, აიცილეს უხერხულობა თავიდან და კიდევ ერთხელ უკანონობა დარჩა ძალაში",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით კანონი ირღვევა, სისხლის სამართლის საქმეები გამოყენებულია პოლიტიკურ დევნის ინსტრუმენტად და ეს პროცედურა გრძელდება.

"კანონში წერია, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს როცა მიმართავს, ეს მხარეებს გაეგზავნება, ჩვენს მხარეს გამოეგზავნა და რატომ არ გაეგზავნა პროკურატურას, არ ვიცი. საერთოდ, გაეგზავნათ თუ არა, არ ვიცი. ფაქტია, რომ მათ იცოდნენ, პირადად ჩემგან იყვნენ ინფორმირებულები. მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ სჭირდებოდა 15-გვერდიან დოკუმენტს რამდენიმე დღიანი ვადა, რომ გაეცნოს პროკურატურა. თუმცა მაინც გადაიდო 24 დეკემბრამდე", - განაცხადა კონდახიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები