2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რუსეთი ძირს უთხრიდა დემოკრატიას მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში" - აშშ-ის კონგრესში რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს

"რუსეთი ძირს უთხრიდა დემოკრატიას მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში" -აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც რუსეთი კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“. რეზოლუციას მხარი წარმომადგენელთა პალატის 339-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.

„როდესაც რუსეთი 2014 წელს უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო „დიდი შვიდიანის“ ჯგუფიდან გარიცხეს, დანარჩენმა შვიდმა წევრმა შეიმუშავა მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა რუსეთი დაბრუნდეს „დიდი შვიდიანის“ სამიტებზე. რუსეთმა ეს არც ერთი მოთხოვნა შეასრულა და უფრო მეტი აგრესია გამოავლინა უკრაინაში, ასევე ძირს უთხრიდა დემოკრატიას მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციის ავტორი კონგრესმენი ალბიო საირესია. მან დოკუმენტი მას შემდეგ წარადგინა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიწვევა სურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები