0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნათია თურნავა - ინფლაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უდიდესი გამოწვევაა

ინფლაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, ამას რეალისტურად ვაფასებთ, ვიცით რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური ეკონომიკა არის ჩვენი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტრის პოლიტიკა მთლიანად არის გადაწყობილი იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციური პროცესების შეკავება.

„ზოგჯერ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომლებიც, თვის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც კი არის, მაგრამ ამავდროულად ავამოქმედეთ ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი სხვა ბერკეტები, როგორებიც არის პრივატიზაცია, წიაღის რეფორმა და დასაქმების ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ვაფასებთ, რა უნდა იყოს ჩვენი ამა თუ იმ ნაბიჯის პრიორიტეტი, ყოველთვის სათავეში ვაქცევთ ანტიინფლაციურ მოქმედებებს, თუნდაც ეს იწვევდეს გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები