1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პროტესტის ფორმა იქნება მრავალფეროვანი, არამხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ იქნება სიურპრიზებიც"

„პროტესტის ფორმა იქნება მრავალფეროვანი, არამხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ იქნება სიურპრიზებიც და პროტესტი გაგრძელდება ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია თავის შედეგს არ მიაღწევს“, - განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ. 

გოცირიძემ აღნიშნული განცხადება ქუთაისში, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. მისივე თქმით პროტესტი ყველა ქალაქსა და სოფელში გაგრძელდება და ეს არ იქნება ერთჯერადი.

„არავის ეპატიება ის თაღლითობა და ტყუილი, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ორპირად მოიქცა, ყველა გადააგდო. მოატყუა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო საზოგადოება. შინ თუ გარეთ, ყველას ჰპირდებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც კი ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. რაც შეეხება დღეს ქუთაისში ჩამოსვლას, ერთ-ერთი მიზეზი იყო თუნდაც ის თავხედური გამოხტომები, რაც ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა „ზონდერპირებმა“ მოაწყვეს აქ რამდენიმე დღის წინ”,- განაცხადა გოცირიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები