0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მდინარაძე:"სია უნდა ჩავარდეს, უზენაესი სასამართლო უნდა გაჩერდეს"

სია უნდა ჩავარდეს, უზენაესი სასამართლო უნდა გაჩერდეს, ახლა თქვენ და საზოგადოებამ გადაწყვიტეთ რამდენად სერიოზული ეს განცხადება - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ წარმოადგინეს ანგარიში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენების შესახებ და ინდივიდუალურად განიხილეს ყველა მოსამართლე. 

„ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებს, სადაც, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა“, - განაცხადა მდინარაძემ.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები