1 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცქიტიშვილი: რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კითხვაზე, მართლაც გადაარჩინა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადაშენებას მათი გადარგვით. ივანიშვილმა ჟურნალ ველურ ბუნებასთან საუბარში თქვა, რომ "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ".“რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა.

ვიცი რა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საქმე მიმართულია სოციალური ამოცანის შესრულებისკენ.

როდესაც ვსაუბრობთ ხეების გადარგვის საკითხზე, ბევრი არაკეთილმოსურნე მავნებლურ და დამანგრეველ საქმიანობად წარმოჩენას ცდილობდა, სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა იმისთვის ხდებოდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა - დენდროლოგიური პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში არაა ”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები