1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გენერალური პროკურატურა მარიანა ჩოლოიანის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

2019 წლის 10 დეკემბერს,  მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე,  მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა  ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და   ლ.ს.-ს  მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.

აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა  სასამართლოს მიმართავს  ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები