0 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობოებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნათქვამს უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი"

დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, არავინ იფიქროს, რომ პრობლემებიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის დაზიანება.

„მშობლებს ჩვენთვისაც ხშირად უწყენინებიათ, როდესაც ვიყავით პატარები, ახალგაზრდები. ჩვენც ბევრჯერ გვიწყენინებია ჩვენი მშობლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ისე, რომ არ ვიფიქროთ საკუთარი თავის დაზიანებაზე. თქვენ, ბავშვები და არასრულწლოვნები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. მნიშვნელოვანია, წინა პლანზე გამოვიდნენ არა ჟურნალისტები და მინისტრები, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, არამედ ფსიქოლოგები, განსაკუთრებით ბავშვის ფსიქოლოგები, რომ მათ მედიის დახმარებით გამართონ დიალოგი სწორედ ბავშვებთან. მხოლოდ სისხლის სამართალზე საუბარი, საქმის გარემოებების ტირაჟირება გარდაუვალია, მაგრამ ვიფიქროთ იმაზეც, რას იფიქრებენ  ისინი, ვინც გვისმენენ, არასრულწლოვნები. ისე არ გავაკეთოთ, რომ ამ საქმეზე საუბრისას სხვა ბავშვებს არასწორი აზრები მოუვიდეთ თავში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები