0 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ვისაც რა უნდა ის თქვას, არ მაინტერესებს“ - პატიმრობაში მყოფი ლაშა გოგიას კომენტარი რესტორანში ვიზიტზე

„23 ნოებრიდან უქმე დღეებს სახლში ვატარებ“,- ამის შესახებ ლაშა გოგიამ, „ტვ-პირველსგანუცხადა.

„შაბათ კვირასა და უქმე დღეებში გამოვდივარ. 23 ნოემბრიდან უქმე დღეებს სახლში ვატარებ. ერთი წელი მაქვს დარჩენილი. არის პროგრამა და იმ პროგრამაში მოვხვდი, ჩვეულებრივი ადამიანები ხვდებიან ამ პროგრამაში, დამსახურება რა შუაშია. ვისაც რა უნდა ის თქვას, არ მაინტერესებს უკვე“,- განაცხადა გოგიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელსაც ქრთამის აღებისთვის 2 წელი პატიმრობა აქვს მისჯილი, გუშინ მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის გიგა ფარულავას ძმისშვილის ნათლობაზე მეუღლესთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.

შესაბამისი ფოტომასალა ლაშა გოგიას მეუღლემ, ნანა თოდუამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

გრძელვადიანი პაემნები ოჯახში კანონით დაშვებულია, თუმცა აღნიშნული უფლებით ყველა პატიმარი ვერ სარგებლობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები