1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - უსაფუძვლოა ოპოზიციის შფოთვა, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს ვინმე სხვა მიზნით გამოიყენებს

როგორ შეიძლება დაესიზმროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე გამოიყენებს და რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიაღებინებს? - ეს არის წარმოუდგენელი, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის ბრალდებებს ID ბარათებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

"ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი რწმენიდან გამომდინარე სურვილი აქვთ, რომ ისეთი ბარათი აიღონ, სადაც არ იქნება ე.წ. ჩიპი და მათ სახელმწიფო დღეს ალტერნატიულ საშუალებას ვერ სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში თქვა, რომ ეს ნორმა უნდა შეჩერდეს და ამ პირებთან მიმართებაში სახელმწიფომ მათი ნების საწინააღმდეგოდ „ჩიპიანი“ ბარათი არ უნდა გასცეს. რა წესი შემუშავდება, ეს საკითხი როგორ დარეგულირდება და საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, დაველოდოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ განვითარებას, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, დაახლოებული ვიყოთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ მათი იდენტიფიცირების დროს. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, რომ მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან მარტივად იყოს შესაძლებელი პირის იდენტიფიცირება. ეს ბარათები ამას უზრუნველყოფს.

უსაფუძვლოა ოპოზიციის შფოთვა, რომ თურმე, ვინმე ამას რაღაც სხვა მიზნებისთვის იყენებს. როგორ შეიძლება ეს დაესიზმროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე გამოიყენებს და რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიაღებინებს? - ეს არის წარმოუდგენელი რამ.

ჩვენი ინტერესია, არჩევნებისთვის ყველაფერი ისე იყოს ორგანიზებული, რომ არც ჩვენს პარტნიორებს, არც დამკვირვებლებს და არც ოპოზიციას არანარი საფუძველი არ მივცეთ, რაიმეზე შემოგვედაონ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება. ოპოზიცია ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები