1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე - მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს

მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის, ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

„ბოლო დღეების განმავლობაში ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვართ უახლოეს კავშირზე და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები