0 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არასამთავრობოს ხელმძღვანელი, რომელმაც facebook "გავლენის აქტორები" გამოავლინა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანია

გუშინ, ტელეკომპანია "იმედმა", ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა სამართლებრივი განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გამოვლინდა არაერთი როგორც ოპოზიციურად, ისე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ყალბი ფეისბუქ პროფილი.

ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ  ამ პრობლემის გადაჭრის გზად, კვლევის ავტორს, საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება მიაჩნია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი გაბოძეა, რომელიც "ტაბულას " ინფორმაციით,2018 წლის ჩათვლით გენერალური პროკურატურის ერთერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.სწორედ გაბოძე იყო კვლევის პრეზენტაციაზე ერთერთი მთავარი სპიკერიც. 

2019 წლის 3 მარტს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით, გაბოძე გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიებოს საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

ტაბულა დაუკავშირდა პროკურატურას, რათა გაარკვიოს, როდის და რის გამო დატოვა გაბოძემ ეს თანამდებობა. 

გაბოძე ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2018 წლის 23 ივლისს დაკითხა. 

სამართლებრივი განვითარების კვლევითი ცენტრის Facebook-გვერდზე დაარსების თარიღად 2019 წლის 17 ივნისია მითითებული, თუმცა პირველი აქტივობა 3 სექტემბრიდან იწყება, როდესაც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სახელწოდებით "კიბერძალადობა - თანამედროვების მნიშვნელოვანი გამოწვევა". 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები