1 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სად არის იზორია? - გერმანიას აფარებს ხოლმე თავს" - ირაკლი აბესაძე

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს. 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურის უფროსად და იმავდროულად უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იზორია ქვეყანაში არ იმყოფება და გერმანიას აფარებს თავს.

"სად არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი? ამბობენ, რომ ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსად და იმავდროულად უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ დიდი ხანის განმავლობაში (დეკემბრის შემდეგ) ქვეყანაში არ იმყოფება და გერმანიას აფარებს ხოლმე თავს.

ნათელია, რომ:

1. უსაფრთხოების საბჭო კვლავ უფუნქციო ორგანო და "პენსიონერი” მინისტრებისთვის მაღალი ხელფასის ბიუჯეტიდან შენარჩუნებისთვის დასაქმების ბიუროა.
2. როგორც ჩანს, მართალია ხმები, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება." - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაძე.

მთავარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ყოფილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იზორიას მაიორი გიორგი დვალიშვილი ადმინისტრაციული წესით აკავებს, რა დროსაც ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ლევან იზორიას ძმაა, თუმცა როცა ხვდება, რომ პოლიციელთან ეს არ ჭრის მუქარაზე გადადის – “იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?” – მიმართავს დაკავებული პოლიციელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები