2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. დეპუტატებმა მხოლოდ ერთი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის, პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს. ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით ასამბლეაში მოგვიანებით ფარული კენჭისყრა გაიმართება. დანარჩენი კანდიდატურები კი, დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, საქართველო 27 ნოემბრიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.

კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები