1 5 : 1 5
 | 

პოლიტიკა

"ივანიშვილი პუტინის მარიონეტია" - პიტ ოლსონი

კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” ლიდერს პუტინის მარიონეტი უწოდა და სხვა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას.

"ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს (ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან) და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი, კიდევ უფრო მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. დროა, გამოვფხიზლდეთ. ეს ფოტო აჩვენებს, რომ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება. შემომიერთდით, ავიმაღლოთ ჩვენი ხმა საქართველოში თავისუფლებისთვის", - თქვა ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები