1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს

არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მისივე თქმით, მართლმსაჯულება ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, აქვს თავისი ვადები, მარეგულირებელი კანონმდებლობა, ხოლო არჩევნები  არის პოლიტიკური პროცესი და არასოდეს მართლმსაჯულება არ ელიდება არჩევნებს.

„გამიკვირდა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან მთავარ არგუმენტად ის კი არ მოვისმინეთ, რომ ვიღაც შესაძლოა, უდანაშაულოდ იჩაგრება, არამედ მოვისმინეთ ის, რომ დიახ, დანაშაული ჩადენილია, პრობლემა არის, მაგრამ რადგან არჩევნებია, მართლმსაჯულებამ უნდა მოითმინოს და მოიცადოს. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ  – არაერთი საქმე არის საერთაშორისო პრაქტიკაში და დასავლური ქვეყნების უახლეს ისტორიაში, სადაც მართლმსაჯულება და კონკრეტული საქმეები არასოდეს არ ელოდება არჩევნებს.  ერთ-ერთი განცხადება, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი აცხადებდა, რომ ვინაიდან უგულავა არის ოპოზიციის მთავარი ლიდერი და ფლაგმანი, თითქოს ამიტომ გახდა ის ხელისუფლების ნომერ პირველი სამიზნე. ეს არის სიცრუე. არანაირი სამიზნე ის არ არის. კიდევ ერთხელ ადამიანურად ვწუხვარ, რომ უგულავა პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ასეთი არგუმენტები ნამდვილად არის სპეკულაციური, ეწინააღმდეგება იმავე ოპოზიციონერების განცხადებებთან, როდესაც ისინი კვლევის შედეგებზე საუბრობენ. ეს კვლევის შედეგებიც ნათლად აჩვენებსმ თუნდაც ოპოზიციაში ვინ არის ლიდერი, ვის აქვს უფრო მაღალი მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ ამ ბრალდებებს ვერ მივიღებთ და ვერ გავიზიარებთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები