0 6 : 5 8
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების

პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძეს ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებს ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ჩართვას მიესალმება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას. თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები