1 6 : 5 8
 | 

პოლიტიკა

"მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ" - მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

"მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ" - ასე ეხმაურება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებას სოციალურ ქსელში.

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.
მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით.ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება.დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო,არამედ იმიტომ,როგორც ვანომ თქვა,ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.
მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები