0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი: "თავზე რაღაც გადამაფარეს და ფარცხალაძესთან ისე გამიყვანეს”

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ციხიდან გაყვანისა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა.

„ღამით გამიყვანეს, ციხის უფროსი შემოვიდა. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, დეტალებს არ მოვყვები. შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა. იმისთვის, რომ საქართველოს დატოვების საშუალება მოეცათ, უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა. მემხილებინა სააკაშვილი, რომ თითქოს მას შვეიცარიის ბანკში მილიონები აქვს. სიმართლე გითხრათ, უფრო კონკრეტულად რას ითხოვდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა.

როცა შემოთავაზების დაწყებისას ტონალობას მივხვდი, ვუთხარი, რომ მათი მხრიდან ეს არასერიოზული იყო. შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, თუ რატომ ჩათვალეს, რომ ჩემთან ამაზე დალაპარაკება შეიძლებოდა, რადგან მე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიყავი. ასე მესმის, რომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის ასეთი რაღაცის შეთავაზება გაუგებარია. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის, ჩემი პიროვნების წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება, ეს ხომ პირად კომპრომისზე წასვლა იყო“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ისიც, რომ თავზე გადააფარეს და საპატიმრო დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს.

„მივხვდი, რაც სჭირდებოდათ. ეს საუბარი რომ გამეგრძელებინა, მეტყოდნენ, უბრალოდ თქვი, რომ ჟვანიას მკვლელობა ცუდად არის გახსნილი, ან რაღაც მსგავსი. ეს რომ მეთქვა, ჩემი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა. სანამ საუბარს დაიწყებდა, ფარცხალაძეს ვუთხარი, FBI-ის დასკვნა ხო არსებობს და წაიკითხეთ. რატომღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები