1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კორონავირუსის გამო იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი შესაძლოა გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

„მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე (იტალიასთან მიმართებით) მიმდინარეობს მსჯელობა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მომატებულია. მისი განმარტებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან დაკავშირებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის ან სხვა პრევენციული ზომების მიღების საკითხის განხილვა ძალიან კომპლექსურად უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, იტალია ქვეყნის შიგნით პრევენციულ ზომებს ატარებს და შესაძლო რისკები მოვლენათა განვითარების შემდგომ უნდა შეფასდეს.

„იტალია, იმ ადგილებში, სადაც შემთხვევები არის, ატარებს იმ ღონისძიებებს, რაც ჩინეთმა უხანთან დაკავშირებით ჩაატარა. მაღალი ვარაუდით, შეკავება ამ ეტაპზე მოხდება, ანუ ეს არის ის მოცემულობა, რაც დღეისთვის გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოულოდნელად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს ისე, რომ არ იცოდეს გავრცელების არეალში რა ხდება“, - განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები