1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ბიჭი ძალადობის მსხვერპლია

ჩამოტვირთვა

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ბრალთან დაკავშირებით წინასწარ საუბარი არასწორი იქნება. „მას კონფლიქტი ჰქონდა ყველასთან, სკოლაშიც იყო ბულინგის შემთხვევები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. კონფლიქტების მიზეზი იყო ყოველდღიური ჩხუბი, კამათი ოჯახთანაც და საზოგადოებასთანაც. ბრალი, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება. 18 წლისაა შესაბამისად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სფეროში ექცევა“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

თბილისში დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი  დააკავეს შემთხვევა ზაზაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები