0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ბაზარზე, შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბაზარზე შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს. როგორც იმნაძე განმარტავს, მსოფლიოში რამდენიმე მწარმოებლის ტესტებს გაეცნო, რომლებიც ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

იმნაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე მზად არის მთავრობას სწრაფი ტესტების შემოტანაში დაეხმაროს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი მალდობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში ვალიდური იქნება. სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც არავითარ შემთხვევაში, იმ ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიდის. როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს. შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“, - განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები