0 4 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია - ინფრასტრუქტურულ პროექტებს არანაირი შეზღუდვა არ შეეხება

ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტიკის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებაზე.

„არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მსხვილ და საერთოდ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება. ამ ეტაპზე, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ დადგენილებით, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მოითხოვს, ასევე, საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები