0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს სამი თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:11

    “დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რ...

    საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წუხილი გამოთქვა, რომ ქართველი კოლეგები ჯანდაცვის ...

  • 11:32

    საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც. ...

  • 15:05

    წულუკიანი - ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებაში...

    "ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან შევძლებთ რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებაში",-ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრი...

  • 15:01

    არ შეგეშალოთ! -ზუსტად როდის მოიხსნება საგანგებო მდ...

    საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. რაც შეეხება სხვა შეზღუდ...

  • 14:56

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღე...

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?- ასე უპასუხა სიონის ტაძრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რას ფიქრობს კანონპრ...

  • 14:22

    სად მიდის ციხელაშვილი?...

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინის...

  • 14:09

    ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება...

    ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ალექსანდრე მაისურაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ალექსანდრე მაისურაძე კი ჟენევაში განაგრძობს საქმიანობას. &bdq...