0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ გაბუნია - ამ დროისთვის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი გვაქვს

ამ დროისთვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმოკლედ ვადაში ქვეყანაში დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენძე დამყარებული ტესტი შემოვა, რომლის ჩატარება ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და რომელსაც კლინიკები გამოიყენებენ.

გარდა ამისა, გაბუნიას ინფორმაციით, თითოეულ კლინიკაზე გამოიყო ის ლაბორატორია, რომელიც თავდაპირველ საკონტროლო ტესტირებას ჩაატარებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება.

„ამ დროისთვის ქვეყანაში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი, რომელიც იძლევა იმუნოგლობური M-ის და G-ის განსაზღვრის საშუალებას. ასევე არის 2000 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი, იმისათვის, რომ ეს ტესტი ჩატარდეს. გარდა ამისა, უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენ ტესტს, რომლის გაკეთება უკვე ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი და მისი გამოყენება კლინიკების მიერ მოხდება მარტივად. თითოეულ კლინიკაზე უკვე გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომელიც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიებისა, გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას. ამ შემთხვევაში ჩვენ თავდაპირბელად მაინც აუცილებლად მოგვიწევს ხარისხის დასაზუსტებლად კონტროლის მექანიზმის გამოყენება და დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით. ეს სქემა უკვე აწყობილია,“ - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები