1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია: სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში

მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ არსებობს კომუნიკაცია ეკლესიასთან და სახელმწიფოს მისი როლი ესმის.

„კომუნიკაცია არსებობს და ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არსებობს ფრთხილი იმედები, რომ სიტუაცია აღდგომის დღესასწაულისთვის გამოსწორდება.

„არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა და ვნახოთ. ფრთხილი, ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი.

მე ვუყურებ, როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების როს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში – ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლებისა და გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები