0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში ონლაინგაყიდვები განახლდა

საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვებია. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)“.აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები.

ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა.იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია“, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები