0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,არ არის გამორიცხული, რუსთავში, თბილისში და ზოგადად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დამატებითი ზომების მიღება დაგვჭირდეს"

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ საჭირო იქნება, ყველა რეგიონში და შესაძლოა, მთელი საქართველოს ტერიტორიაზეც გამკაცრდეს ზომები. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არა არის. 

"ამ ეტაპზე კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით, ვერ ვისაუბრებ, ამაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება და თუ დავინახავთ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ასეთი გამკაცრების ზომებს განვიხილავთ.

არ არის გამორიცხული, რომ რუსთავში, თბილისში და ზოგადად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, მთავარია ჩვენ უკვე დაწესებული შეზღუდვები დავიცვათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე. თუ გვექნება ცალკეულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, შესაძლოა ზომების გამკაცრება დაგვჭირდეს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:11

    “დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რ...

    საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წუხილი გამოთქვა, რომ ქართველი კოლეგები ჯანდაცვის ...

  • 11:32

    საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც. ...

  • 15:05

    წულუკიანი - ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებაში...

    "ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან შევძლებთ რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებაში",-ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრი...

  • 15:01

    არ შეგეშალოთ! -ზუსტად როდის მოიხსნება საგანგებო მდ...

    საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. რაც შეეხება სხვა შეზღუდ...

  • 14:56

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღე...

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?- ასე უპასუხა სიონის ტაძრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რას ფიქრობს კანონპრ...

  • 14:22

    სად მიდის ციხელაშვილი?...

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინის...

  • 14:09

    ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება...

    ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ალექსანდრე მაისურაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ალექსანდრე მაისურაძე კი ჟენევაში განაგრძობს საქმიანობას. &bdq...