1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამეგრელოში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს და ჩაიკეტოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ შეიძლება სამეგრელო ჩაიკეტოს.

მისი თქმით, ეს უკავშირდება ინფიცირებული სპორტსმენის სამ კონტაქტს. მართალია, მათ კორონავირუსი პირველი ანალიზის დროს არ დაუდასტურდათ, თუმცა უნდა ჩაუტარდეთ განმეორებითი კვლევები და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა კორონავირუსი, რეგიონი ჩაიკეტება.

„ჯერჯერობით გვყავს ორი ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. რეგიონში გვაქვს შვიდი ცხელების ცენტრი, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში 42 პაციენტის მიღება. თუმცა ველოდებით უახლოეს დღეებში რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას. რაც შეეხება სამ საეჭვო გარემოებას, როდესაც ერთი ინფიცირებულისგან სამ ადამიანთან დაფიქსირდა კონტაქტი, მათი ანალიზის პასუხი მოვიდა უარყოფითი. თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება გადამოწმებული. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

რაც შეეცდება ბაზრებს, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ზუგდიდის და სენაკის ბაზრები დახურულია.

„ფოთის ბაზარში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი დიდი უნივერსამი და მინდა ავღვნიშნო ფოთის ბაზარმა საკმაოდ სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რაც დისტანცირებას და ნაღდ ფულთან შეხებას ეხება. ეს არის დროებითი. გუშინ რაც ხდებოდა ზუგდიდის ბაზარში მიუღებელია“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები