1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები, რომლებიც საპატიმროებიდან დედების დაბრუნებას ელოდნენ”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხარების დღესასწაულზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მადლობას უხდის.

„ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები, ის არასრულწლოვნები, რომლებიც თვეები და წლებია, საპატიმროებიდან საკუთარი დედების დაბრუნებას ელოდნენ. ამისთვის ჩვენი სისტემის სახელით მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო. მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებული მსჯავრდებული ქალებიდან წარსულში არც ერთი არ ყოფილა ნასამართლევი, არ ჰქონია კანონთან სხვა პრობლემა და ამჟამად სასჯელს იხდიდნენ ისეთი დანაშაულებისთვის, რომლებიც არ არაა ძალადობრივი,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულზე ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები