1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვიდრე გიორგი რურუა საპატიმროშია, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვიდრე გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე გრძელდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ალბათ პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე არ იხსნება. ნებისმიერი თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. ვიდრე გიორგი რურუა რჩება საპატიმროში, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს. თუ ხელისუფლების სურვილია, რომ ჩავარდეს ეს შეტანხმება, მაშინ გიორგი რურუა დატოვონ საპატიმროში, მაგრამ ვიდრე საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, რჩება შესაძლებლობის ფანჯარა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, მისცეს მოსამართლეს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რაც არის შესაბამისად გათვალისწინებული, რასაც დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებდა და ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები