1 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პოზიტიური ნაბიჯი იყო - ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პოზიტიური ნაბიჯი იყო -ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან, მარინა კალიურადნმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა, რომ 8 მარტის ხელშეკრულების განხორციელება დროში გაიწელა.

„გუშინ მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგა დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.

მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი“,-აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები