0 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია

თბილისის მერის განცხადებით, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

მისივე თქმით, ამ პროცესს მერია ზედამხედველობასა და კონტროლს გაუწევს.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს, მიკროავტობუსებში, ასევე უნდა გააფრთხილოთ ჩვენი ავტობუსების მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები