0 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია – ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია” – აშშ-ს ელჩი ეუთოში

ამერიკის ელჩი ეუთოში, ჯეიმს გილმორი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას და გმობს რუსეთის ქმედებებს. იგი აცხადებს, რომ არ არსებობს ე.წ საზღვრები, რადგან რუსული ჯარი დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, რომელიც მათ მიერაა ოკუპირებული.

„მოვუწოდებთ, შეჩერდეს ღობეების, ნიშნების , ბარიერების მშენებლობა და გამაგრება, რომელთა მიზანია საოკუპაციო საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ გაძლიერება ან გაფართოება. ეს ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას, რომ მიიტაცოს საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა გილმორმა.

„არ არსებობს ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია, რომელიც ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაა“- ამის შესახებ ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა.

გარდა ამისა, ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. მისივე თქმით, მოსკოვის ყალბი ბრალდებები განხილვასაც არ იმსახურებს.- „მოსკოვი კიდევ ერთხელ ავრცელებს სიცრუეს საყოველთაოდ აღიარებული კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რიჩარდ ლუგარის სახელობის

მისი თქმით, მოსკოვის მოგონილი ბრალდებები საბჭოში განხილვასაც არ იმსახურებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები