1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის წყალობით, ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება - თურნავა

ცხადია, აპრილში მოსალოდნელი იყო ეკონომიკის კლება. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა გვქონდა - არ დაგვეშვა ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს ეკონომიკის 16,6%-იან კლებასთან დაკავშირებით.

თურნავას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით, ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება.

"სიღარიბესთან ბრძოლა არ არის 1 თვის და 2 თვის პოლიტიკის შედეგი. ვინც ასე დააყენებს საკითხს, ალბათ, არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. 8 წელია ხელისუფლებაში ვართ და ხედავთ, რომ ყველანაირი რეიტინგით ჩვენი პოლიტიკური ძალა იმსახურებს ნდობას. რატომ? იმიტომ, რომ ამ 8 წლის განმავლობაში და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი, როდესაც განსაკუთრებულად დიდი კრიზისი დაგვიდგა ყველას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ და ისე, რომ ადამიანების ინტერესი დაკმაყოფილდეს და საბოლოო ჯამში, გაუმჯობესდეს ადამიანების ყოფა. ცხადია, აპრილში მოსალოდნელი იყო ეკონომიკის კლება, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მთავარი ამოცანა - არ დაგვეშვა ვირუსის გავრცელება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იძულებული გავხდით, შეგვეჩერებინა პრაქტიკულად ბევრი ეკონომიკური საქმიანობა. ეს არის შეგნებული პოლიტიკის შედეგი და ამის დამსახურებით, ჩვენ მივიღეთ ერთერთი კეთილსაიმედო და მწვანე ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება,"- განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები