1 8 : 0 2
 | 

პოლიტიკა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები დაწესდება

პარლამენტის თავმჯდომარემ  ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ახალი საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება დაავალა, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

"განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან კეთდება გადაზიდვაში მონაწილე მძღოლების შემოწმებაზე. მაქსიმალურად ყველა მძღოლი, რომელიც საზღვარს კვეთს, მოწმდება კოვიდ ინფექციაზე. არაერთი მათგანი არის გადაყვანილი კარანტინში და დამატებით შემოწმებას გადის. შესაბამისად, ეს საფრთხე, როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული საფრთხე, ახლა სათანადო ყურადღების ქვეშა არის და სრულ კონტროლქვეშაა. მეორე საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. მინდა ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების ადმინისტრირებას. კერძოდ, გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური გამოყენებისთვის, საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ეს ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა. ეს დარღვევები არ არის დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს. ასეთი ტიპის დარღვევები წესებისა და რეკომენდაციების უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო ერთი კვირის განმაცლობაშიც გვქონდა სახეზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ადმინისტრირების კუთხით შევქმნათ სამართლიანი და ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები