0 6 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

„ამ საქმეში ჩვენი მთავარი ინტერესი სამოხელეო დანაშაულია, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, პასუხი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ წერილობით მივმართეთ გენერალურ პროკურორს და ვითხოვთ გარკვევას, თუ რა ეტაპზეა ეს საქმე, გვაინტერესებს, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენ თხოვნა გვქონდა ირაკლი შოთაძე შეგხვედროდა. იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება ნაბიჯი გადადგმული და ეს შეხვედრა შედგება. წერილი გუშინ მოვამზადეთ, ჯერ მათგან პასუხი მიღებული არ გვაქვს, შესაძლებელია, ჯერ ჩაბარებულიც არ იყოს, ვინაიდან ეს წერილი ფოსტით იგზავნება. ჩვენ მოვიაზრებთ ყველა იმ პირს, რომელთა ქმედებაშიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მოიაზრება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაც არის, სადაც მითითებულია ყველა ის პირი, რომელთა ქმედებაშიც კომისიამ სავარაუდო დანაშაულის ნიშნები დაინახა“, - აცხადებს ლონდარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები