1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გენერალი დევი ჭანკოტაძე პოლიტიკურ საქმიანობას "ნაციონალურ მოძრაობაში" იწყებს

 აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების გმირი - სამვარსკვლავიანი გენერალი დევი ჭანკოტაძე ამჯერად პოლიტიკურ ბრძოლის ველზე მიდის. იქ სადაც ის უკვე დიდი ხანია სამიზნეში ამოიღეს და სადაც მას ბრძოლა კარგად ნაცნობი მტრის წინააღმდეგ მოუწევს. ერთი განსხვავებით - მოწინააღმდეგეს ახლა რუსი გენერლების ნაცვლად, რუსეთიდან დაბრუნებული ოლიგარქის სახე ექნება.

 30-წლიანმა სამხედრო კარიერამ გენერალ ჭანკოტაძეს კარგად ასწავლა, რომ ნებისმიერ ბრძოლაში გადამწყვეტი სწორედ რიგითი ჯარისკაცები და მათი თავდადებაა. სამხედრო წოდებებისა და სამხრეზე დამაგრებული სამი ვარსკვლავის მიუხედავად კი ის რიგით ჯარისკაცად დარჩება პოლიტკურ ბატალიებშიც, სადაც თავის თანამებრძოლებად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი შეარჩია. 

 "მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! ლიდერი ის კი არაა ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ "ლიდერობაზე", არამედ აი ეს ნამდვილი პატრიოტი", - ასე გამოეხმაურა გენერალ დევი ჭანკოტაძის პოლიტიკიურ სტარტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. გამორჩეული სამხედრო მეთაურის ეს რადიკალური ნაბიჯი კი ოპოზიციის ლიდერებს კიდევ ერთხელ ახსენებს რომ ქვეყნის ყოფნა/არყოფნის საკითხი დგას. მმართველ გუნდში გმირი გენერლის დამარცხებას წინასწარმეტყველებენ. 

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირს, რომელზეც რუსი გენერლები ნადირობდნენ, ყველაზე მეტი შენიშვნა ქვეყნის ამჟამინდელ მთავარსადრალთან აქვს. რომელიც ხან აგრესორად აცხადებდა ქვეყნის სამხედროებს, ხან კი მათ ბრძოლისუნარიანობას კითვხის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ჯარში არსებული პრობლემების შესახებ იცის, თუმცა ცდილობს ამაზე ბევრი არ ისაუბროს და უნებლიე ზიანი არ მიაყენოს ადამიანებს, ვისთან ერთადაც სამშობლოს საკუთარი სისოცხლის ფასად იცავდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები